მუტელი, ენა, სარწმუნოება

განუმეორებელი რედაქტორი, ვის გარეშეც აქ იქნებოდა სრული ქაოსი: brave_and_pro_woman გაფრთხილება: წინ წყალია, უკან დასახევი გზა აღარ არი და შუა კიდევ ნიაღვარმა ზღვარიც წაშალა და შემოსაზღვრული ჩარჩოებიც. სუსტი გულის კი არადა, მუტლისა თუ ხარ, ცხვირსახოცები მოიმარაგე. ცრემლებს ვგულისხმობ, ცხადია. What did you expect? აქა ამბავი მუტლებისა  პოსტი შეიცავს ანონიმურ ინტერვიუებს.  მათ შორის ჩემიც შემოგაპარეთ. დავიწყოთ თავიდან.Lire la suite « მუტელი, ენა, სარწმუნოება »

Sex Ed დაჭყლეტილი ქლიავებით

სერიიდან: თანხმობის ნიშანი რაა და თანხმობა, თანხმობააა! რედაქტორი: brave_and_pro_woman Foreplay როცა ბიძაჩემმა ნერვული სიცილით თხელი მაისურის მიღმა, მარცხენა ძუძუს ღილაკზე ჩამაჭირა საჩვენებელი თითი, ოჰოჰოოოოო გოგო მოგვესწროო, დავამუღამე, რომ ძუძუები ამომეკოკრა. თავმოყვარეობაც მეტკინა  და დვრილის ქვეშ პატარა მკვრივი ბურთულაც. ჩემი ქალობაში შესვლის სეზონი იმის გაცნობიერებით გაიხსნა, რომ ქალებს ჩვენი ძუძუს თავები ჩვენადვე საერთოდ არ გვეყუდნეს. ძუძუსთავებსLire la suite « Sex Ed დაჭყლეტილი ქლიავებით »

2- მერის ათი მცნება

ანუ რა ვისწავლე მას შემდეგ, რაც მიმატოვეს რედაქტორი: brave_and_pro_woman ამ ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც მიმოვიხილავ განშორების დეპრესიას და საკუთარ ფუჩუზე კონტროლის დაბრუნებას, წაიკითხეთ აქ. მეორე ნაწილი. ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ გამაძლიერა 12 წლიანი ქორწინების დანგრევამ. ამ პოსტს ვდებ ევროპული დედაქალაქის და საშუალო ფენის სიმაღლიდან. ვიცი. მაგრამ დღეს ვწერ, რადგან სიტყვაა პირველი. აქLire la suite « 2- მერის ათი მცნება »

1- მერის ათი მცნება

ანუ რა ვისწავლე მას შემდეგ, რაც მიმატოვეს რედაქტორი: brave_and_pro_woman პირველი ხუთი აქ, მეორე ხუთი აქ ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ გამაძლიერა 12 წლიანი ქორწინების დანგრევამ. ამ პოსტს ვდებ ევროპული დედაქალაქის და საშუალო ფენის სიმაღლიდან. ვიცი. მაგრამ დღეს ვწერ, რადგან სიტყვაა პირველი. აქ მთხრობელი მე ვარ. დღეს მიზანი არა წერა, არამედ გადაწერაა. უნდა მოგიყვეთ, როგორLire la suite « 1- მერის ათი მცნება »

რა მანძილია წერამდე?

რედაქტორი: brave_and_pro_woman გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა : წინამდებარე ტექსტი ხატზე გადასცა რევაზ, იგივე რეზო ამაშუკელმა.   მე მქონდა ხილვა.  აიფონზე ამხედრებული ვსქროლავდი. ფეისბუქმა მომივლინა დავიწყებული ტექსტი. სირბილზეა. სირბილზე, რომელსაც მივყავარ მარათონამდე. ვითარცა ხილვა ფეისბუქსა შინა. და ვითარცა პასუხი ეგზისტენციალურ კითხვაზედ: ვწერო თუ არ ვწერო? მარჩიელობა ეს კითხვა რომ ყავა იყოს,Lire la suite « რა მანძილია წერამდე? »

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer