მუტელი, ენა, სარწმუნოება

განუმეორებელი რედაქტორი, ვის გარეშეც აქ იქნებოდა სრული ქაოსი: brave_and_pro_woman

The Great Wall of Vagina (panel 10 ) by artist Jamie McCartney, 2011.
Photograph: Jamie McCartney

გაფრთხილება:

წინ წყალია, უკან დასახევი გზა აღარ არი და შუა კიდევ ნიაღვარმა ზღვარიც წაშალა და შემოსაზღვრული ჩარჩოებიც. სუსტი გულის კი არადა, მუტლისა თუ ხარ, ცხვირსახოცები მოიმარაგე.

ცრემლებს ვგულისხმობ, ცხადია. What did you expect?

აქა ამბავი მუტლებისა
 

პოსტი შეიცავს ანონიმურ ინტერვიუებს.  მათ შორის ჩემიც შემოგაპარეთ.

დავიწყოთ თავიდან. მადლობა, ვულვის მფლობელებო.  

ჯერ დავწერე გოგოებო მეთქი. მერე წავშალე და ჟუნ პლასი არ იყოს [1], მუტლის მფლობელები დავწერე. ახლა, რატომ? იმიტომ, რომ ეს ბლოგი ინკლუზიურია. არა აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ, ტრანსი თუ არა-ბინარული[2]. ეს პოსტი მუტლებზეა. ხოოოდა, ვისაც მუტელი გაქვთ, შემოიხედეთ.

მოკლედ, მადლობით ვიწყებ. სადღეგრძელოსავეთ. იმისთვის, რომ ასე მენდეთ და ტრუსიკებშიც ჩამახედეთ.

გადავწყვიტე, ვულვას და ქალის სიამოვნებას რამოდენიმე პოსტი მივუძღვნა. რადგან, მე პირადად, როგორც წინა ბლოგში უკვე აღვნიშნე, სიტყვა მუტელი პირველად გინებაში გავიგე და ამას კარგი არაფერი მოჰყოლია. ახლა დროა ძალაუფლების გადანაწილების დინამიკა შევატრიალოთ, რადგან ჩვენი სხეულები ჩვენ, ვულვის სრულუფლებიან პატრონებს, უნდა გვეყუდნოდეს. ამ ტექსტის გმირი მუტელია. მთავარ როლშია სიტყვა, კერძოდ კი ის ენა, რითაც მას მოვიხსენიებთ. ჩემი სარწმუნოება ფემინიზმია. 

ა, ბატონო. ჩვენ გამოვფინეთ მუტლები.

მუტელი?

ზევით ასეთი და ისეთი ინკლუზიური ვარ მეთქი და ცოდვა გამხელილი სჯობს. ჩემი ინტერვიუერები სის-ქალებია[3]. მომავალში გამოვასწორებ 😊

ხოოდა, როცა გოგოებს ვთხოვე ყველაზე ინტიმურ კითხვებზე გულწრფელად ეპასუხათ, არ ვიცოდი, რომ ამბის მთავარი გმირის სახელზე ამდენი  ფიქრი დამჭირდებოდა.  აუ, მუტელი არა, ფუჩუ ნწუ, საშო საერთოდ არა.

აბა რა?

ქალის საქესო ორგანოს დასახელებისას ჩვენ დაგვასწავლეს სიტყვების სამიოდ კატეგორია: პირველ რიგში, სალანძღავი სიტყვები, სადაც ყველაზე ნამდვილი სახელი, მუტელი მთავარ როლშია.  

ახალი ამბავია არაა, რომ არიან გოგოები, ვისაც მუტელის ხსენებაზე სექსის სურვილი ეკარგებათ.

ჰებე, 29 წლის.

– იმიტომ გვეხამუშება ყველას ეს მუტელი, რომ გინებაშია დანერგილი ძაან უშნოდ. ცოტა რამე მძულს ისე როგორც დედის გინება. მანდ გამოსჭვივის მთელი სიმძაფრით მამა-პაპური მიზოგინია.

ნინო, 33 წლის.

– ახლა, საერთოდ აღარ ვხმარობ ამ სიტყვას და შეიძლება გაგონებაზე დავიქრინჯო[4].

მედეა, 38 წლის.

მედეას, სხვა გოგოებისგან განსხვავებით, ვიდეო ქოლით ველაპარაკე. კაი ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ვამჩნევ, როგორ ოსტატურად იშველიებს მესამე პირის ნაცვალსახელებს.

– ძაან გვიან დავარქვი სახელი. არ ვიყენებდი ამ ყველაფერს. ისედაც, რო ვთქვა სიმართლე, არცერთი სახელი არ მომწონს, რომლიც ამ… რომელიც მაგას აღნიშნავს. ისევე როგორც არცერთი სახელი არ მომწონს ქართულ ენაში, რომელიც რაღაცა პროცესს აღნიშნავს. [..] სიტყვა მუტელი. არც ფონეტიკურად, არც არანაირად კარგი არ არი. [..] ფონეტიკურად კეთილხმოვანი არც მამაკაცი ორგანოს დასახელება არ არის ქართულში. ნახე, აი, ყლე. (ხმამაღლა და გამოთქმით მარცვლავს). ძაან ცუდია.

აი, მედეა თამამად ამბობს ყლეს. და ვერ ამბობს მუტელს. ვახ, რა საინტერესოა!

აი, ენამ რა ჰქმნა. როცა მუტლის გაგონებაზე გული გვერევა, რა სიამოვნება? რა ორგაზმი?

 აბა ფუჩუ?        


თუ მუტელი შევატოვეთ გინებას, გვრჩება ერთიმეორეზე უფრო ცაკალელი, სკოლამდელი გოგოების სასქესო ორგანოს სახელები: პუტულა, ფუსუსუნა, ფუჩუნები.

ნინო, 33 წლის.

– სიტყვა, [რომელსაც ვეძახდი მუტელს და] რომლითაც გავიზარდე იმდენად მქრინჯავს და სირცხვილთან ასოცირდება, რომ ბავშვობის მერე არ მიხმარია. ახლა გეტყვით (მგონი) პირველად –  ტუტულია 🤮🤮 …

ლიზა, 38 წლის:

– მუტელი არის სიტყვა. ჯასტ[5] სიტყვა და ვის როგორ ხვდება ყურში, ეგ მათი პრობლემაა, იმჰო[6]. ნოლი უხერხული რეაქცია ჩემგან. ფუჩუს მირჩევნია. ფუჩუ მეინფანტილურება ამხელა ქალს.

დიახ, მუტლის დაპატალავება არ გვეხმარება მის მოშინაურებაში. არ გვეხმარება მასთან ზრდასრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. და ჩვენი პატარად, სათნო და სპეტაკ არსებად მოაზრება ვის აწყობს?

ხო. 

რადგან… ვთქვა? ვიტყვი. პუტუკუნის ნძრევა? პუტუკუნის წოვა? პუტუკუნის თითებით ღლეზა? არა, არა და არა. პუტუკუნიან გოგოებთან საქმის დაჭერას ჰქვია სახელი: პედოფილია.

და პედოფილია ჩვენგან შორს.

რა სიამოვნება. რის ორგაზმი. ძიება გრძელდება.

ენა: აია იი? იია აი?

და რა საჭიროა სიტყვა? თითი რომ მივუშვიროთ?

ხუმრობა იქეთ იყოს, და ყველა შემოვლითი გზა საკუთარ სხეულთან პირდაპირ კომუნიკაციაში შესვლისგან გვაბრკოლებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ლაპარაკის დასწავლას, როგორც ნიშანს, რომ გავიზარდეთ. ენის ჩლექა ცაკალელი მხოლოდ რაღაც ასაკამდეა. მერე ლოგოპედს უნდა მივაკითხოთ. რადგან სანამ პატარა ვართ, პატრონი გვჭირდება, გზის გამკვლევი.

და ვის აწყობს მეთქი?

—-

ხო.

ძალიან მინდოდა, მამაკაცები ამ ტექსტის უხსენებლები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს უხსენებლობა ქალების მიერ განცდილ ბევრ ტკივილზე გვერდის ავლას ნიშნავდა. უხსენებლებმა ქალების ტერიტორიები ჩამოიარეს და ყველგან დატოვეს თავიანთი კვალი.

თამარი, 37 წლის.

[მუტელს] ნეგატიური კონოტაცია[7] ექნება, აბა რა. სულ ქალის გენიტალიებზე იძახიან ფუ, ხიხია. [არადა,] ფონეტიკურადაც კარგია, თავისი ჯანსაღი და ექსტრემალურად ბუნებრივი მნიშვნელობითაც. viva la მუტელი  ❤️! [..] მთავარია აღქმაში პალიტრის ზრდა და არაა სავალდებულო რაღაცის რადიკალურად შეცვლა.

რიტა, 25.

ძალიან საინტერესო პოდკასტს ვუსმენდი იმ დღეს stuff your mom never told you[8]-ს ჰქონდა ლინგვისტიკასა და სექსიზმზე. განიხილავდნენ სხვადასხვა სიტყვებს. მაგ: slut-ს, რომელიც თავის დროზე messy[9]-ს სინონიმი ყოფილა და მერე შეიძინა ეგ უარყოფითი მნიშვნელობა. ასევე, bitch[10]. ბევრად ცუდი კონოტაცია ჰქონდა და შავკანიანმა ქალმა რეპერებმა [..]გააკეთილშობილესო, yo bitches, შეურაცხმყოფელი აღარაა ისე. ზოგჯერ უბრალო სოციალური წესრიგი უნდა შეიცვალოს. მოკლედ, ყველა სიტყვის კონოტაციის შეცვლა შესაძლებელია, უბრალოდ დიდი ძალისხმევა უნდა და დროც სჭირდება.

თამთა, 42 წლის.

[ადრე] კულტურული გაუცხოება მქონდა სიტყვის მიმართ. მე მგონი ყველა ასეა. მერე ერთ ძაან საინტერესო ქალი ისე ლამაზად ახსენებდა, მუტელი, მუტელი, ეგრევე ავიტაცე და მეც ძაან ლამაზად ვხმარობ. თავიდან შოკი აქვთ ჩემს გარშემო, მარა მერე მოწონთ და თვითონაც აიტაცებენ ხოლმე. დავაკვირდი და ეგრეა. ესაა ჩემი და მუტელის ისტორია.

ენა ირეკლავს ჩვენს სამყაროსთან მიდგომას. ჩვენს მსოფლხედველობას.  რწმენას. სიტყვები ჩვენი ძვალი და რბილია. სიტყვებით ვიზრდებით და სიტყვებით ვზრდით. ასე გავიზარდეთ ჩვენც და ასე გავზარდეთ თაობები. ჩვენს მიერ არ-არჩეული, თავსმოხვეული რწმენით ვისწავლეთ ჩვენი სხეულის აღქმა. ასე სართულებიანი გინებით დაგვიბინძურეს სხეული. ასეთი გაკვეთილების მერე ძალიან დიდი დოზით უნდა შევისუნთქოთ good shit და გამოვისუნთქოთ bulshit[11], ამასობაში წლები დავკარგოთ.

დასკვნად: გაიტანეთ ეს უხსენებლების დახაზული რუქა. მივცეთ ალტერნატიულ ბილიკებს გზა ფართო. დროა მამა-პაპურ ტრადიციებს ქალური ვაქცინა შევუშხაპუნოთ. და რახან დღეს  (გინდ დაიჯერეთ და გინდა არა, ჯერ კიდევ) ვითხოვთ თანასწორობას, მაშინ საკუთარ სხეულს ქალებმა ჩვენ თვითონ უნდა დავარქვათ, გადავარქვათ სახელი.

აბა რა, მე ვეთანხმები გოგოებს. ჩვენ უნდა გადავწეროთ ძველი სარწმუნოება ახლით. მუტელზე სახელის უკან დაბრუნება და ხელახლა გათავისებაც აჯანყების ნაწილია[12].

სიამოვნება და ორგაზმი ჩვენც გვეკუთვნის.

უხსენებელი gaze

მე მაპატიეთ. ცოტა ორჯერ-ორი ოთხია უნდა ვთქვა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია. წავიდა.

ე.წ. მეილ გეიზი მამაკაცის, aka უხსენებლის, მიერ ამ სამყაროს დახასიათებას ნიშნავს.  მეილ გეიზია, როცა ამ ცხოვრებას უხსენებლები გვიხსნიან წიგნებში, გვაჩვენებენ რა არის სექსი კინოებში. მერე ასე ვსწავლობთ ცხოვრებას და მის „ბუნებრივ“ იერარქიას. ასე ვიქცევით ლოგინში, ვემორჩილებით „ბიოლოგიურად“ დაწესებულ კანონებს.

ქართულ რელობაში, და ამ კონკრეტულ თემაში, სიტყვა მუტელზე ასპარეზის დათმობამ ვულვიანებს წაგვაგებინა. აი, ანგარიში:

  • როცა უხსენებლები ამბობენ ‘მუტლები ავყარეთ’, ისინი ჩვენ გვაკნინებენ. წყვეტენ, რომ მუტელი არაა პატივსაცემი.
  • როცა უხსენებლები ჩმორებს არქმევენ მუტლებს, ისინი აკნინებენ სხვა კაცებს. წყვეტენ, რომ მუტლის ქონა სისუსტის ნიშანია.
  • როცა პიზდასოსობას არ კადრულობენ, ისინი ჩვენს მუტლებს აკნინებენ. წყვეტენ რომ მუტელი ცუდია, მუტელი ყარს.

და ჯამში, ააწყვეს ეს ცხოვრება. არიან დამჩმორებლები და დაჩმორებულები. არიან მომხმარებლები და ნახმარები. არიან ზევით და არიან ქვევით. ვინ არი ზეით? და ვინაა ქვეით?

—-

ხო.

არა, ბატონო, სულ შემთხვევით შემოგვტენეს ველ-იუ-რ სექსზე ფანტაზიები. ჩემის თამადობით. სულ ‘ბუნებრივად’ ვოცნებობთ ახალგარზრდა გოგოები, ნეტაი შუახნის მამაკაცმა კარაქი გვდღლიზოს ტრაკში და იატაკზე დაგვცეს. მერე მოგვდგეს და გვტყნას[13]. სამაგიეროდ პარიზში. სამაგიეროდ მუხის პარკეტზე.  მდიდრულ ზალაში.

შენი ბერტოლუჩი ბრანდო შევეცი. ტრაკში. უკარაქოდ.  

მამათაენამ რა ჰქმნა

ქალები ცოტა გავპრადვინუდტით. ოღონდ, ისევ კაცების ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. ახლა, ფეისბუქ ჯგუფებში მუტლის მფლობელები რეგულარულად სვამენ კითხვას: მე ვუკეთებ მინეტს და ის არა და რა ვქნა? იქვე, ასევე ქალები, პასუხობენ, რომ ჩვენს მუტლებს ვარდის სუნი არ ასდით. What???? ჯერ ერთი ვარდის სუნიანი ყლე მანახეთ. მეორეც,  ვინ ლოკავს ვარდს? მესამეც, არავინ არაფერ სექსუალურს არ იდებს პირში იმიტომ, რომ ვარდის სუნი ასდის[14].  ხედავთ როგორი მოჯადოებული წრეა?  ხედავთ, რა გვასწავლა ამ ენამ მუტელზე?  

  • ამ ენის გავლით გავითავისეთ და გავიაზრეთ საკუთარი სხეული ქალებმა.
  • ასე ვირწმუნეთ, რომ ჩვენი მუტელი საყვარელი არაა.
  • ასე ვისწავლეთ თვითსიძულვილი.
  • უარესი: ასე ავუკრძალეთ საკუთარ თავს სიამოვნება. მაშინ როცა…

—-

ხო.

ფრანგი ფემინისტის, ალის კოფინის[15] აზრით, კაცების მზერისგან გათავისუფლება ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

დიახაც. ნუ დავუტოვოთ მუტლის ყველა ბრუნვაში ტრიალის პრივილეგიას კაცებს. ასე რომ, ენა, მუტელი, და ახალი სარწმუნოება, დანო და ჯამაათნო. რწმენა, რომ ახლა ჩვენი დროა.

და მას დიდხანს ველოდით, შენი ჭირიმე.

სარწმუნოება_ დეკონსტრუქცია

შენ ზევითა ხარ და მე ქვევით? კიდევ? როდემდე?

არიან ამ იერარქიის მომგონები. და საბედნიეროდ არიან ისინიც, ვინც  ამ ცხოვრებას მაინცდამაინც კიბის ჭრილში არ განვიხილავთ.  ჩვენ დატოლებას არ ვართ. ჩვენ ვითხოვთ დაშლას. დეკონსტრუქციას. რომ ხელახლა, უფრო უკეთ და უფრო თანაბრად ავაწყოთ ეს დაობებული ქართველობა. ასეთი ქართველობა წასართმევია. განვედ ენა, რომელიც ყველაფერს ორად ყოფს: შავი და თეთრი. ჯიშ-ჯილაგიანები და უჯიშოები. ქრისტიანები და ურჯულოები. მტყვნელი კაცები და მოტყნული ქალები. მოტყნული კაცებიც, რომლებიც, ვერსუს მტყვნელი კაცები, ჩმორები არიან.

ენა და რწმენა წრიული ცნებებია. რაც გწამს იმას ამბობ და რაც გინდა იწამო, ის უნდა თქვა. ვიამაყებ თუ შემრცხვება რომ მაქვს მუტელი? გავიცნობ თუ არასოდეს არ ჩავხედავ მუტელს თვალებში? შევიყვარებ თუ შევიძულებ ჩემს ვულვას მისი სახელდებისას?

სიამაყით დავიწყოთ. გახსოვთ ოდნავ ზევით რა თქვეს გოგოებმა? მე მათ ვეთანხმები. ეს სიტყვა უნდა დავიბრუნოთ. კაცებმა მუტელი სალანძღავ სიტყვად მონათლეს? მუტელი ბოზია, ძმაო? დღეიდან მე ვიქნები მუტელი. ქალი კი არა. მუტელი. ამაყად. უფრო ინკლუზიურიც ხომაა?

გაცნობაზე გადავიდეთ. მუტლის სახელდებით რომ დავიწყე, ვთქვი, რომ ქართულში ან სალანძრავი სიტყვები გვაქვს, ან ბავშვური. აქ სრულუფლებიანი წევრია მესამე კატეგორიაც: მისი დემოსნტრაციული არარსებობა.

გინახავთ საკუთარი მუტელი? გოგოების უმეტესობა მწერს, რომ საკუთარი ვულვა ძალიან გვიან დაათვალიერეს. ისიც ხშირად, იმიტომ რომ აეწვათ, ეტკინათ. მაინცდამაინც პრობლემა უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი სხეულის მაგიური ნაწილი ახლოდან გავიცნოთ?

ხოდა, დავაი ახლა, აღიღე სარკე და ჩაჰხედე მუტელს ცალ საშო თვალში. გაიცანი. მოიკითხე.

რადგან ასე იწყება შეყვარება. გაცნობით.

#ელაპარაკემუტელს

მუტელის მოშინაურება

ჰელოუ. რა დაგარქვა?

საშო არა, საშო ვაგინის შესასვლელია. არც კლიტო, კლიტორი ჩვენი ქალღმერთია, მაგრამ მთლიან მუტელს არ აღნიშნავს.

ფუჩუ? ლეღვი? ფისო? ლოტუსი? მუტელი? ვულვა?

დაბადებიდან ერთად ვართ. არადა, 30 წელი არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდი. ისე, ძაან ბევრი გამიგია შენზე. რა სხვანაირი ყოფილხარ?


აბა, გოგოებმა ვაბრუნოთ მუტელი. მუტელმა. მუტელს. მიდი, გააგრძელე, აიყვანე შვიდ ბრუვაში.

აქამდეც რომ გვეტრიალებინა ეს სიტყვა ქალებს, რა დაგვავიწყდებდა კლიტორს?

მუტლებმა ვიცით, რომ კაცები არ იგინებიან კლიტორზე. ის ტოიოტას სერია ჰგონიათ. ან, სჯერათ, რომ მათი ყლე გვეყოფა, #ქართველობასგვართმევეეენ. ჯიზუუუზ.  ასე ეგონა ჩემს ქართველ პარტნიორებს და ჭეშმარიტი ვაგინალური ორგაზმის[16] ძიებაში დამაკარგინეს წლები. მათ კლიტორი არასოდეს უხსენებიათ. არც ხელი მოუკიდიათ. არც მე მიმისწავლებია გზა, რადგან მისი არსებობის შესახებ ოჰ, რა გვიან გავიგე.

კლიტორზე გამახსენდა. და სიტყვის მნიშვნელობაზე. ჩემი გამოკითხული გოგოების უმეტესობამ მასტურბაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო სიტყვა მასტურბაციის არსებობს. მერე მოიკითხა მისი მნიშვნელობა. და მერე დაუშვა რომ მასტურბაცია შეიძლება.

მომდევნო პოსტი მასტურბაციაზე იქნება.

#მუტელი #ენა #სარწმუნოება.

ჰაშტაგ არ მესროლოთ, მუტელი ვარ.

მიპოვე ფეისბუქზე და ინსტაზე.

[1] ამაზე დავფიქრდი ჟუნ პლას წიგნის წაკითხვის მერე. ის ასე ინკლუზიურად მოიხსენიებს მათ, ვისაც აქვთ მუტელი: მუტლის, კლიტორის ან ვულვის მფლობელებად. ცოტა შემრცხვა, ქალი-უდრის-მუტელს რომ გავიძახოდი ამხელა ფემინისტი-ინკლუზივი ქალი და გადავასწორე. თუ დაინტერესდებით როგორ გავცდეთ პენეტრაციის საზღვრებს სექსში, გამოიწერეთ ინსტაზე. ფრანგულადაა, მაგრამ დასურათებულია და იოლად გაიგებ. თან ძაან კაია.

[2] გენდერის ბევრად მეტი ფორმა არსებობს, ვიდრე ტრადიციული ქალი და კაცი. განმარტებები იხილე აქ.

[3] სის-ქალი ან სის-კაცი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ბედნიერია იმ გენდერით, რომელიც დაბადებისას მიაკუთვნეს მისი გენიტალიის მიხედვით. მაგალითად: თუ დაბადებისას ჩვილს ფეხებს შორის აღმოაჩნდა ვულვა, დამსწრე საზოგადოებამ თქვა გოგოაო და ეს ადამიანი გაიზარდა და ჰარმონიაშია ამ მცნებასთან, ის არის სის-ქალი.

[4] უკმაყოფილების ნიშნად დაიჯღანო

[5] უბრალოდ. პროსტა-ს ინგლისური შესატყვისი :პ

[6] ჩემის მოკრძალებული აზრით. ინგლისური აბრევიაცია, In My Humble Opinion

[7] კონოტაცია ეხება სიტყვისა და ფრაზის მნიშვნელობას ან გაერთიანებას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც აშკარად განსაზღვრავს. კონოტაცია შეიძლება დადებითი ან უარყოფითი იყოს.

[8] მოუსმინეთ აქ. ან ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტები მოგეპოვებათ.

[9] არეულ-დარეული

[11] იოგას სუნთქვის ვარჯიშებს ვაშარჟებ, რომლის მიხედვითაც სიყვარულს შევისუნთქავთ და ცუდ ენერგიას გამოსუნთქვას ვაყოლებთ.

[12] ინგლისური ტერმინის, appropriation-ის არცერთი ქართული თარგმანი დიდად არ მომწონს. მაგრამ რაცაა ესაა.

[13] უკანასკნელი ტანგო პარიზში. თუ არ გინახია, ნუ ნახავ. ეგ იქნება შენი წვილი მეილ გეიზის უარყოფაში.

[14] მოდი, ვაგინა მონოლოგების ეს შესანიშნავი ნაწილიც ვახენოთ. მართალია, ინგლისურადაა, მაგრამ ღირს აქ მითითებად.

[15] იხილეთ ალის კოფინთან შესანიშნავი ინტერვიუ აქ, სადაც მეილ გეიზი კარგადაა ახსნილი.

[16] ის, რასაც ტრადიციულად ვაგინალური ორგაზმია ჰქვია, კლიტორის სტიმულაციის შედეგია. თუ შენ ასე გინდა დაარქვა, არც ეგაა პრობლემა. ღმერთმა შეგრაგოს.

Publié par მერიემ დიასამიძე / / Meriem Diasamidze

ვგიჟდები ტლიკინზე, ჭორაობაზე და ენის წაგრძელებაზე

Laisser un commentaire

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer